კვირა 11
გადაიღალეთ გუნება–განწყობილების მუდმივი ცვალებადობის გამო? მრავალი ქალი ამ პერიოდში განიცდის ემოციების ისეთ მკვეთრ ცვლილებებს, როგორიცაა გაღიზიანებადობა მოუსვენრობა, გააურკვევლობის შიში და სხვა. თუ სხვა ჩივილები არ გაქვთ, სანერვიულოც არაფერია. თქვენი პატარა კარგად იზრდება და მისი ზომები საგრძნობლად დიდია წინა კვირეებთან შედარებით. იმის შემდეგ რაც 10 კვირა წარმატებით დავასრულეთ მე 11ე კვირიდან დაიწყო სწრაფი განვითარების პერიოდი. საშუალოდ ამ კვირიდან სისხლი დაიწყებს ცირკუირებას ბავშვსა და საშვიოსნოს შორის. ბავშვი ამ პერიოდში დაახლოებით 2.5 – 3 სანტიმეტრია. მისი სხეულის ძირითადი ნაწილის ფორმირება დასრულებულია, კიდურები იხრებიან. ასევე ნელ ნელა მყარდება ბავშვის ძვლებიც. ბავშვი უკვე კარგად მოძრაობს და ტავისუფლად გადაადგილდება მუცელში მისთვის გამოყოფილ ტერიტორიის ფარგლებში. იგი ყლაპავს წყალს და ასლოკინებს კიდეც.
თუმცა პატარა უკვე მოძრაბს მისი სხეულის ზომმებიდან გამომდინარე ტქვენ ამ მოძრაობებს ჯერ კიდევ ვერ შეიგრძნობთ, საშუალოდ ბავშვის პირველი მოძრაობები შეიმჩნევა დაახლოებით 17 კვირიდან დაკვირვებული დედებისთვის ხოლო ხშირად 20 –23 კვირამდე ორსულებიგაფაციცებით უცდიან პატარას პირველ გამოხმაურებას.
ბავშვის სქესის გარჩევა ნელ ნელა შესაძლებელი გახდება მალე, თუ თქვენი პატარა ბიჭია მისი სასქესო ორგანოს გარჩევა უკვე შეიძლება.
თქვენი გულძმარვის შეგრძნება და ღებინება ისევ ძლიერ გაწუხებთ. მალე ეს პრობლემაც უკენ დარჩება, მთავარია თქვენი ყურადრება გადაიტანოთ იმაზე, თუ როგორ ვითარდება და დღითი დღე იზრდება თქვენი პატარა, ნელ–ნელა დაიწყეთ ფიქრი იმაზე თუ სად უნდა მოუწოთ ბავშვს ოთახი, როგორ გააფორმოთ იგი, დაათვალიერეთ მაღაზიები, მოიძიეთ თქვენთვის სასურველი ბავშვის საწოლის, ეტლის თეთრეულის და სხვათა იდეები. განიტვირთეთ.
რჩევები მამიკოებს - თუ თქვენ მეტად დაძაბული ხართ მომავალ თვეებზე ფიქრებით და გრძნობთ უამრავ ფინანსურ თუ ფსიქოლოგიურ პასუხისმგებლობას, გირჩევთ მოდუნდეთ და არ ფიქროთ მხოლოდ რუტინულ ვალდებულებებზე. გახსოვდეთ, თქვენი მეუღლე დიდი ხანია შეეგუა ამას და სიამოვნებს კიდეც ამაზე ფიქრი. მორჩით წუწუნს და მოდით ხასიათზე. შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით ან უბრალოდ გაერთოთ ცოტა ხნით.სახლში დაბრუნებულმა კი მეუღლეს აჩუქეთ ყვავილები და უთხარით, რომ ძალიან გიყვართ.