12 კვირა

კვირა 12

უმეტეს ორსულთათვის ეს კვირა "გარდატეხის კვირაა". ქალი მშვიდდება, იკლებს ტოქსიკოზი და ჩვენც იმედს არ ვკარგავთ, რომ თქვეენც ამ ბედნიერ ქალთა რიცხვს მიეკუთვნებით. ამ დროისათვის თქვენი პატარას თითები სრულიად დაცალკევდნენ. თმებმა და ფრჩხილებმა დაიწყეს ზრდა, სასქესო ორგანოებმა მიიღეს თავიანთი განსხვავებული ფორმები.ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. თუ რაიმე ჩივილები გაქვთ, მიაკითხეთ თქვენს პირად ექიმს. ჩაიტარეთ ანალიზები და ყურადღება მიაქციეთ ცვლილებებს სისხლსა და შარდში.

თუ თქვენ შეკრულობა გაწუხებთ კარგი გამოსავალია ვაშლის მიღება, ასევე სავი ქლიავის ჩირი, ან შეკრულობის მოსახსნელი პრეპარატები რომლებიც განკუთვნილია ორსულებისთვისაც

ამ კვირაში ბავშვის განვითარების მხრივ ხდება რიგი ძალიან საინტერესო ცვლილებებისა: მისი თითები იწყებენ მოხრას, ასევე ვითარდება წოვის რეფლექსი. თუ თქვენ მუცელზე  დაიკაკუნებთ ტქვენ და შეუმჩნევლად მაგრამ მაინც მიიღებთ საპასუხო რეაქციას ბავშვისგან. მალე ჭიპლარი დაიწყებს მასზე დაკისრებული მნიშვნეოვანი როლის სრულყოფილად შესრულებას. ამასთან ერთად ბავშვის ტვინში ნერვული უჯრედები ძალიან სწრაფად მრავლდება. პატარას თვალები და ყურები განლაგდნენ საჭირო მდებარეობებზე, ბავშვის სახე უკვე იღებს ადამიანის გამომეტყველებას.
ამ კვირისთვის თქვენი პატარის სიგრძე დაახლოებით 7 –9 სანრიმეტრს აღწევს და 8–10 გრამია წონაში.


რჩეევები მამებს - მომავალი დედდიკო თავს უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობს მხოლოდ თქვენს გვერდით. ამიტომ ისეირნეთ მასთან ერთად და საერთოდ ეცადეთ, უფრო მეტი დრო დაუთმოთ, ვიდრე ამას აკეთებდით უწინ 

 

აგრეთვე უყურეთ
ორსულობა 15 - 20 კვირა
ორსულობა 21 - 27
ორსულობა 28 - 37 კვირა
ორსულობა 10 - 14 კვირა



რეკლამა Mother.ge

რეკლამა Mother.ge


რეკლამა Mother.ge
 


რეკლამა Mother.ge