კვირა 13
გილოცავთ ამ კვირაში მთავრდება პირველი ტრიმესტრი. თუ ტოქსიკოზი მაინც გიტევთ, ნუ დაღონდებით, ეს მალე გაივლის. ეს პერიოდი ყველაზე უფრო სასიამოვნო და მოსახერხებელია თქვენი ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე. ამ დროიდან უკვე თავისუფლად ვარჩევთ ბავშვის სქესს. მთაავარია მას ჰქონდეს სწორი მდებარეობა. ეს კვირა დატვირთულია სიახლეებით.
ბავშვის თითებზე ჩნდება ანაბეჭდები, მისი ჯერ კიდევ გამჭვირვალე და თხელი კანის ქვეშ კარგად მოჩანს ორგანოები, კუჭნაწლავი, გული და სხვ. საშარდე სისეემამაც დაიწყო ჩამოყალიბება, ბავშვი იწყებს შარდის გამოყოფას. ასევე შეუძლია წყლის ყლაპვა და სლოკინი. ცნდება ფრჩხილები ხელებსა და ფეხის თიტებზე. სხეული სიგრძეში იზრდება და თავის ზომებთან თანაფარდობაში მოდის. ამ დროისთვის მისი სიგრძე 8–10 სანტიმეტრს აღემატება.
თქვენი შეგრძნებები: გულძმარვა და პირღებინება ნელ–ნელა იმდენად შემაწუხებელი აღარ არის.. და მალე სრულიად გაქრება. ეცადეთ დაწვეთ მარცხენა გვერდზე, ასე ბავშვს მეტი ჟანგბადი მიუვა, ხოლო თქვენი თირკმელები ნაკლებად დაიტვირთება.
თქვენც ნელ ნელა ეგუებით ახალ მდგომარეობას და უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად გამოიყურებით, ალბათ უკვე მოიძიეთ საორსულო ტანსაცმელი, და ბევრად კომფორტულადაც გრძნობთ თავს მასში.
რჩევები მამიკოებს - კეთილი იყოს თქვენი II ტრიმესტრში მობრძანება. ეს რამოდენიმე თვე იქნება ძალიან სასიამოვნო და ყველაზე იოლი მთელი ფეხმძიმობის პერიოდში. დედიკო კარგად გრძნობს თავს, ჰორმონები ჩადგნენ კალაპოტში. უბრალოდ ისინი ერთმანეთს შეეგუენ. დედიკო ჯერ კიდევ მშვენიერ ფორმაშია. გირჩევვვთ აღნიშნნოთ I ტრიმესტრის დამთავრებადა დრო სასიამოვნოდ გაატაროთ შეხმატკბილებულად!!!