14 კვირა

კვირა 14

თქვენ ოდესმე გიფიქრიათ სიტყვა "ფეხმძიმობის" მნიშვნელობაზე? ჩაუფიქრდით მას. თქვენი სხეული ნელნელა ემზადება წონაში მომატებისათვის, ამ დროისათვის ჰორმონები უკვე აღარ ბობოქრობენ. თქვენ შეგიძლიათ ექოზე შეამოწმოთ თქვენი შვილის გულისცემა. ამ დროს კი თქვენი მომავალი უკვე ეჩვევა ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას. ყურები და თვალები განაგრძობენ მოძრაობას და განვითარებას. ხელები ხდებიან ფუნქციონალურები და პატარა სწავლობს მათ ხმარებას. ცდილობს ამოძრაოს ისინი. (ეს ჯერჯერობით უფრო რეფლექსია) . ბავშვი იწყებს წარბების მოძრაობას. და გამოხატავს ემოციებსსახეზე სხვადასხვა მიმიკების მიღებით. უკვე იცის ცერა თითის წოვაც. ასევე შეუძლია ჩაწიდებაც, ანუ ეს რეფლექსიც ათვისებული სქვს. ბავშვი ამ დროისვის 10 სმ–ზე მეტია და დაახლოებით ლიმონის ზომის არის. ამ კვირაში მისი ტანი იზრდება ხოლო თავი პროპორციებს უახლოვდება. ბავშვის მკლავები გრძელდება.ტანი იფარება ძალიან დაბალი და ნაზი თმით.
ელენთა ეხმარება სისხლის წიელი უჯრედების წარმოქმნას.
ბავშვი კვლავ ბევრ მოძრაობს მუცელში, თუმცა თქვენ ამას ჯერ კიდევ ვერ გრძნობთ.

გილოცავთ მეორე რიმესტრში გადმონაცვლებას, ამ კვირიდან თქვენი პრობლემები დაიკლებს. მკერდის მგრძნობიარობა და ტკივილი გაქრება. ღებინების შეგრძნებაც უნდა გაუჩინარდეს. ინდივიდუალურია, თუმცა ამ კვირიდან შეიძლება შეამჩნიოთ წამზრდილი მუცელი, რომელიც ოდნავ გაირჩევა უწინდელი ფორმისგან.

რჩევები მამიკოებს - გაიხარეთ! თქვენი პატარა უკვე რეალური არსებაა. ხშირად მიეფერეთ მას. უთხარით საალერსო სიტყვები. გაყევით მეუღლეს ეხოსკოპიის გადასაღებათ რათა თქვენი თვალით ნახოთ პატარა არსება რომელიც სულ მალე გაჩნდება და თავდაყირა დააყენებს თქვენი ცხოვრების რიტმს.

აგრეთვე უყურეთ
ორსულობა 15 - 20 კვირა
ორსულობა 21 - 27
ორსულობა 28 - 37 კვირა
ორსულობა 10 - 14 კვირა



რეკლამა Mother.ge

რეკლამა Mother.ge


რეკლამა Mother.ge
 


რეკლამა Mother.ge