15 კვირა

კვირა 15

თქვეენ უკვე შეეჩვიეთ თქვენს დიდებულ როლს მომავალი დედისა. იარეთ ამაყად და მშვიდად. ექოს გადაღების შემდეგ უკვე შესამჩნევი ხდება, რომ პაწაწინა არსება ცერა თითს წოვს. ძვლები მაგრდება დღითიდღე. ბავშვის კანი ჯერ ძალიან თხელი და გამჭვირვალეა, თქვენ შეიძლება დაინახოთ სისხლძარღვები მათში. ამ პერიოდში პატარას სხეული იფარება ძალიან თხელი თმით. ეს თმა ამოდის 26 კვირამდე. სქესის დადგენა შესაძლებელია ექოთი, მაგრამ თუ თქვენ გინდათ, რომ სქესი სიურპრიზი იყოს, მაშინ უნდა სთხოვოთ ექიმს, თავი შეიკავოს სქესის დასახელებისაგან. ამ პერიოდში ბავშვის სიგრძე დაახლოებით 12 სანიმეტრამდეა. ბავშვი ძალიან მცირე რაოდენობით მაგრამ მაინც, ნესტოებით ისრუტავს სანაყოფე წყლებს და პრიმიტიული სუნთქვის ვარჯიშებს აკეთებს. ბავშვი უკვე განარჩევს სინათლეს, მუცელზე რომ ფანრის ძლიერი შუქი მიინათოთ, ბავშვი შეეცდება მისგან დამალვას და მისი სინათლის აცილებას უკან დაწევით ან შეტრიალებით.

დედიკოებმა ამ დროისთვის დაახლოებით 2-3 კილოგრამამდე მოიმათეთ (ზოგმა მეტი, ზოგმა ნაკლები ინდივიდუალურად). ამ პერიოდში თქვენ თავს უკეთ გრძნობთ ვიდრე პირველ ტრიმესტრში. თუმცა შესაძლებელია გარკვეულმა სუნებმა და გამაღიზიანებლებმა კვლავ შეგახსენოთ არასასიამოვნო პერიოდი. ორსულ ქალთა ნაწილი უჩივის ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლისდენას. ეს თუ თქვენი პრობლემაც იყო შეგიძლიათ არ ინერვიულოთ ეს ბუნებრივი გამოვლინებებია თქვენი მდგომარეობის.

ამ პერიოდში საგრძნობლად ნაკლებია მუცლის მოშლის ალბათობა. თქვენი პატარა უფრო და უფრო იზრდება დედის და მამის მზრუნველობის შედეგად. შეეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი გუნება განწყობილება, ყოველი თქვენი მოქმედება აისახება ბავშვის განვითარებაში. თუ თქვენ ხშჳრად გაიღიმებთ, და იქნებით კარგ ხასიათზე, ნერვებს არ აიშლით, არ ინერვიულებთ.. ამ მხრივ შეუწყობთ ხელს რომ პატარა უშფოთველი, მშვიდი ნერვული სისტემით ჩამოყალიბებული დაიბადოს. ეს ხომ თქვენ მშობიარობის შემდეგ პერიოდს უფრო მშვიდს და ლამაზს გახდის.

რჩევები მამიკოებს -  ყურადღება არ მოაკლოთ დედიკოებს, ხშირად ჩაეხუტეთ მათ. გამოკვლევები აჩვენებს, რომ რაც მეტად ეფერებით მეუღლეებს, მით მეტად მშვიდად ვითარდება თქვენი პატარა და ამით ყველა ბედნიერია. 
 

აგრეთვე უყურეთ
ორსულობა 15 - 20 კვირა
ორსულობა 21 - 27
ორსულობა 28 - 37 კვირა
ორსულობა 10 - 14 კვირა



რეკლამა Mother.ge

რეკლამა Mother.ge


რეკლამა Mother.ge
 


რეკლამა Mother.ge