კვირა 16
ამ კვირაში თქვენ შეიძლება პირველად შეიგრძნოთ თქვენი ნაყოფის ფრთხილი მოძრაობა. ეს უფრო შესაგრძნობია იმ ქალებში, რომლებსაც ადრე უმშობიარიათ, ან გამოირჩევიან უფრო ხმელი აღნაგობით.
პირველი შეგრძნებები ძალიან წაგავს მუცელში ჰაერის ბუშტუკების გასკდომას, ან გადაადგილებას. ამის გამო ხშირად გამოუცდელი დედები ვერც კი ხვდებიან, რომ ეს მათი შვილის პირველი გამოხმაურებაა მათივე სხეულიდან.. იყავით უფრო დაკვირვებულნი, და ყურადღება მიაქციეთ მუცლის შიგნით მიმდინარე ყოველ მოვლენას, თქვენ შეიძლება გამოგრჩეთ თქვენი პატარას მოკაკუნება..
რა ხდება ამ დროს პატარასთან?
ფეხები ამ პერიოდში უფრო გრძელია ვიდრე ხელები. ბავშვი თავისუფლად მოძრაობს, რადგგან ჯერ კიდევ საკმაო ადგილი აქვს. ფრჩხილები ხელებსა და ფეხებზე განაგრძობს ზრდას. ბავშვის სხეულის სიგრძე ახლა 12 სმ ზე მეტია. და დაახლოებით ავოკადოს ზომისაა. ბავშვის თავი განაგრძობს ფორმირებას. თვალები მეტად დაუახლოვდა ერთმანეთს ვიდრე უწინ. ყურებიც მიიწევენ საბოლოო პოზიციის დასაკავებლად.
დედიკოს მუცელი უფრო და უფრო შესამჩნევია, უფრო მაღლიდანაც იწყება, ეს იმის გამო ხდება, რომ ბავშვი იზრდება და მას მეტი და მეტი ტერიტორია სჭირდება. ქალების დიდ ნაწილს აწუხებს ჭარბთმიანობის პრობლემა ორსულობის პერიოდში. განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება თმები მკლავებზე, სახეზე და მკერდზე და მუცელზეც კი.
რჩევები მამიკოებს - ასეირნეთ მეუღლე სუფთა ჰაერზე. ეცადეთ შეარჩიოთ მყუდრო დაგაშლილი ადგილი, უმჯობესია პარკებსა და სკვერებში, სადაც იგი არ დაიღლება და დასვენევასაც შესძლებს. შეძლებისდაგვარად ჩაატარეთ საღამის მოციონიც. ეს არის ორსულთათვის აუცილებელი პროცედურა მთელი დამქანცველი დღის შემდეგ.