17 კვირა

კვირა 17

თქვენი ორგანიზმი ამძაფრებს სისხლის მიმოქცევას, რაც აუცილებელია ნაყოფისათვის.

მოემატება სამუშო თქვენს გულსაც. ეს არ იქნება თქვენთვის შეუმჩნეველი - მოიმატებს ოფლიანობა, ერთგვარი გამონაყოფი სასქესო ორგანოდან. ეს სხეულში მოჭარბებული სითხის ბრალია. ამ დროს საჭიროა დავიცვათ პირადი ჰიგიენა.


თქვენი პატარა უკვე 140 გრამია. ამ პერიოდში სწრაფია ზრდა, რადგან ბავშვის კანში ცხიმი იწყებს ჩამოყალიბებას, ნაყოფი და პლაცენტა თითქმის ერთი ზომის არიან. ბავშვის რეფლექსები ჩაამოყალიბებულია, იგი ყლაპავს, წოვს და ამოძრავებს კიდურებს, რეაგირებს ხმაურზე. თვალები იწყებენ ნელ მოძრაობებს და მალე მათი გაღება დახუჭვაც შესაძლებელი გახდება.ჭიპლარი აქტიურად აწვდის საკვებს ბავშვის ორგანიზმს რაც ხელს უწყობს ბავშვის სწრაფ განვითარებასა და წონასა თუ სიგრძეში მატებას. ბავშვის სიგრძე 13 სანტიმეტრზე მეტია. მისი სხეული სწრაფად გაიზრდება და წონაშიც მოიმატებს ამ მომდევნო რამოდენიმე კვირაში.

დედიკოები უკვე დამძიმებულად გრძნობენ თავს ჩვეულ ფორმასთან და წონასთან შედარებით. გრავიტაციის ცენტრი ინაცვლებს. ამიტომ შეეცადეთ არ გარისკოთ და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ატაროთ, რაც შეამცირებს ფეხის გადაბრუნების, და წონასწორობის შეკავების პრობლემას. თანაც ასე უფრო კოპფორტულად იგრძნობთ თავს.

მანქანაში ჯდომისას შეეცადეთ უსაფრთხოების ღვედი დაიმაგროთ მუცლის ქვევით თეძოსკენ, რაც აგარიდებთ თავიდან მუცლის დაძაბულობასა და ტკივილს.

თუ თქვენ თვალები გიშრებათ იხმარეთ სპეციალური თვალის წვეთები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კონტაქტურ ლინზებს ხმარობთ შეეცადეთ დაასვენოთ თვალები ხშირად, და დროებით გადახვიდეთ სათვალის ხმარებაზე.

რჩევები მამიკოებს - დედიკო უკვე გრძობს პატარას მოძრაობას. თქვენც ხშირად დაადეთ ხელი მუცელზე, რომ თქვენი გრძნობებიც გამოსცადოთ. პატარა უკვე გეთამაშებათ. გააგრძელეთ მოციონები საღამოობით მაინც. 
 

აგრეთვე უყურეთ
ორსულობა 15 - 20 კვირა
ორსულობა 21 - 27
ორსულობა 28 - 37 კვირა
ორსულობა 10 - 14 კვირა



რეკლამა Mother.ge

რეკლამა Mother.ge


რეკლამა Mother.ge
 


რეკლამა Mother.ge