კვირა 18
ორსულის საშვილოსნო დღითიდღე იზრდება და უფრო დიდ ადგილს მოითხოვს მუცელში, ამიტომ მონახეთ წოლისა და დასვენების მოხერხებული მდგომარეობა.
გამოიყენეთ ბალიშები და სხვა მოწყობილობები. ყურადღება მიაქციეთ კიდურებს - ხომ არ გისივდებათ. თუ მსგავსი რამ შეამჩნიეთ, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ჩაიტარეთ ანალიზები. შეარჩიეთ კვების და დასვენების სწორი რეჟიმი. შეცაადეთ არ გადაიღალოთ. თქვენი პატარა 14.5 სანტიმეტრისაა და იწონის 200 გრამს. გრძელდება ძვლების გამაგრების პროცესი, ფორმირდება ფეხისა და ხელების თითების ფალანგები. მას სრულიად ჩამოუყალიბდა სახის ნაკვთები - თვალები უკვე თავის წინა მხარეს განლაგდნენ, ასევე წარმოიქმნენ ხელისა და ფეხის გულებიც. თქვენ ხშირად გრძნობთ ბავშვის მოძრაობას. ეს ნორმალურია.
ორსულს სულ მეტად ემატება ჭამის მადა, შეეცადეთ ჭამოთ ცოტ ცოტა და ხშირათ, შეარჩიეთ სასარგებლო საკვები მიიღეთ კალცი, რკინა, და ბავშვისთვის აუცილებელი ვიტამინების შემცველი პროდუქტები. ხაჭო, რძე, ლობიო, ბროწეული, ბარდიჯანი, ლიმონი. თქვენი წნევა შეიძლება ამ ტრიმეტრში განსაკუთრებულად მაღალი იყოს, თუმცა ეს ბუნებრივიცაა, იმ ცვლილებების ფონზე რაც თქვენს ორგანიზმში ხდება.
თქვენ ალბათ ექოსკოპიის ვიზიტიც გიახლოვდებათ. ასე ექიმი კარგად დაათვალიერებს ბავშვის მდგომარეობას, შეაფასებს განვითარების დონეს, გაზომავს მას და სავარაუდო წონასაც გეტყვით, წაიღეთ CD რათა ექიმმა შეძლოს თქვენი პატარას მოძრაობების ჩაწერა, ეს დაუვიწყარი ემოცია იქნება. აუცილებლად წამოიღეთ და შეინახეთ თქვენი შვილის პირველი ფოტოები.
იქვე გეტყვიან მშობიარობის სავარაუდო თარიღსაც, თუმცა ეს თქვენთვის სიურპრიზი აღარ იქნება, ჩვენი საიტის მეშვეობით ალბათ უკვე ბევრჯერ გამოთვალეთ თვითონაც მშობიარობის თარიღის გამომთვლელის მეშვეობით.
რჩევები მამიკოებს - დაიცავით ადრე თქმული ყველა რეკომენდაცია იყავით მომთმენნი და გულისხმიერნი. გვერწმუნეთ, თქვენი თავგანწირვა მხურვალედ დააფასდება