19 კვირა

კვირა 19

მოემზადეთ ფსიქოლოგიურად. მიმართეთ სპეციალურ ორსულთა კურსებს, თუ ისინი არსებობენ, ანდა გაეცანით ასევე სპეციალურ ლიტერატურას, რათა სულიერად და ფიზიკურად მოემზადოთ ორსულობის დანარჩენი პერიოდისა და მშობიარობის სწორად წარმართვისათვის. ყურადღება მიაქციეთ კვებას, მიიღეთ ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, ხილი.

ამ კვირაში თქვენი პატარა თითქმის 230 გრამია და 15.5 -16 სანიტიმეტრამდეა სიგრძეში. თუ ის გოგონაა, მას უკვე აქვს პრიმიტიული კვერცხუჯრედები თავის საკვერცხეში. ეს კი მომავალში თქვენი შვილიშვილები არიან - გოგონები და ბიჭუნები, ნაყოფის კანი მთლიანად დაფარულია ღინღლით. იგი მშობიარეობამდე რამდენიმე ხნით ადრე ცვივა. აგრეთვე ფორმირდება მუდმივი კბილების ჩანასახებიც. ტვინი აყალიბებს სმენის, ყნოსვის, გრძნობის, გემოვნების და მხედველობის გრძნობებისთვის საჭირო მდებარეობებს. ახლა თქვენს პატარას კარგად ესმის თქვენი, ასე რომ არ მოგერიდოთ ხმამაღლა კითხვის, სიმღერის, თუ მუსიკის სმენის. ბავშვის სხეული თანდა თან პროპორციული ხდება.

დედიკოებო, თქვენი მუცელი სულ უფრო და უფრო იმატებს და ყველასთვის შესამჩნევი ხდება, ეს ალბათ ძალიან გახარებთ. მუცლის და შესაბამისად ბავშ[ის ზრდა განვითარება სულ უფრო და უფრო ჩქარი ტემპით მიიწევს წინ. ბავშვის ზრდის პარალელურად თქვენი უწინდელი ტანსაცმელი ძალიან პატარა გეჩვენებათ, თუმცა მშჴბიარობიდან სულ მალე ქალთა უმრავლესობა უბრუნდება ორსულობამდე არსებულ წონასა და იბრუნებს უწინდელ ვიზუალს. თქვენ შეიძლება შენიშნოთ ლაქები სხეულზე, ეს არ არის საშიში და მშობიარობისთანავე გაქრება. ეს ლაქები შეიძლება შეამჩნიოთ სახეზე, კისერზე, ფეხებზე. შესაძლოა იდაყვების და ძუძუსთავების გამუქებაც. ასევე ძალიან ხშირია მუცლის შუაში მუქი ხაზის ჩამოყალიბება მას Linea nigra საც უწოდებენ. ეს ლაქები თავისთავად გაქრებიან, ხოლო გაჩენაში მათ ხელს უწყობს მზეც, ასე რომ მოერიდეთ პირდაპირ მზის სხივებს.




რჩევები მამიკოებს - ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ყური არ უგდოთ მეგობრების დაცინვებს და ქირქილს. ოდესმე ისინიც აღმოჩნდებიან ანალოგიურ სიტუაციაში და მაშინ........ მოთმინება და მოთმინება! 
 

აგრეთვე უყურეთ
ორსულობა 15 - 20 კვირა
ორსულობა 21 - 27
ორსულობა 28 - 37 კვირა
ორსულობა 10 - 14 კვირა



რეკლამა Mother.ge

რეკლამა Mother.ge


რეკლამა Mother.ge
 


რეკლამა Mother.ge