20 კვირა

კვირა 20

საშვილოსნო იწევს ზემოთ, ამიტომ თქვენი მუცელი უფრო შესამჩნევი ხდება.შეიძლება ამ პერიოდში გაგიჭირდეთ სუნთქვა, რადგან მუცლის ღრუში არსებული შინაგანი ორგანოები აწვებიან დიაფრაგმას ზემოთ, რითაც ცოტათი ზღუდავენ თქვენი ფილტვების თავისუფალმოძრაობას. ამ დროს თქვენი პატარას კანი დაიფარება დამცავი ნივთიერებით, რომელიც თითქმის მშობიარეობამდე მიჰყვება ნაყოფს. ახლა მისი წონა 290 გრამია და სიგრძე 25 სანტიმეტრი.

თქვენი პატარა ამ კვირაში მეტად ასლოკინებს და მეტ წყალს ყლაპავს. შესაბამისად იწყებს მოშავო სითხის განავლის გამოყოფას, რომელსაც თქვენ მშობიარობის შემდეგაც შენიშნავთ ბავშვის ჰიგიენურ საფენებზე. 

დედიკოებს ვულოცავთ! თქვენ ამ რთული გზის ნახევარი უკვე განვლეთ წარმატებით. და ალბათ 6–10 კილომდე მოიმატეთ წონაში. წონის მატების ნორმების შესახებ  წასაკითხად დააჭირეთ ამ ლინკს. თქვენ გესაჭიროებათ ისეთი საკვები რომელშიც დიდი რაოდენობითაა რკინის შემცველობა რათა არ დაგივარდეთ გემოგლობინის დონე, ამისათვის აუცილებელია ყოველთვიური ანალიზებით მასზე დაკვირვება. ანალიზები ასევე კეთდება ცილის შემცველობის გასაკონტროლებლად შარდის ანალიზის ჩაბარებით.

საოცარია მაგრამ თქვენ ალბათ უკვე შეამჩნიეთ რომ ღამე სუნთქვა გიჭირთ, მეუღლემ კი ალბათ გახარათ რომ ღამღამობით ხვრინავთ. ღრძილებიდან სისხლდენაც ნორმაა ფეხმძიმობისას და არ შეგეშინდეთ თუ ასეთი რამ შეამჩნიოთ. ალბათ ფეხები მალე გეღლებათ, სისხლში პროთრომბინის დონის საკონტროლოდ ხშირად ჭამეთ ლიმონი, იგი თავიდან აგაცილებთ სისხლის შესქელებას.
თქვენ ცუდად გძინავთ ღამით, ხშირათ ოფლიანობთ და გხცელათ, ამის შესამსუბუქებლად შეეცადეთ თქვენი საძინებელი ხშირად ანიავოთ, შემოუშვათ სუფთა და გრილი ჰაერი. თუნდაც შეღებული დატოვოთ ფანჯარა. ძალიან დაგეხმარებათ ასევე მოთბო შხაპი ძილის წინ.

ალბათ თქვენმა კონსულტაციის ექიმმა უკვე გასწავლათ თუ როგორ წამოდგეთ საწოლიდან. ბრუნდებით გვერდზე, ერთი ხელით იჭერთ მუცელს, ხოლო მეორე ხელზე დაყრდნობით წევთ სხეულს.

აგრეთვე უყურეთ
ორსულობა 15 - 20 კვირა
ორსულობა 21 - 27
ორსულობა 28 - 37 კვირა
ორსულობა 10 - 14 კვირა



რეკლამა Mother.ge

რეკლამა Mother.ge


რეკლამა Mother.ge
 


რეკლამა Mother.ge