კვირა 21
ამ კვირაში სწრაფი ზრდის ფაზა ნელდება. სამაგიეროდ ძლიერდება გულის ზრდის პროცესი და ფეხებიც თავიანთ ნორმალურ ზომას უახლოვდებიან თქვენმა პატარამ წონაში საგრძნობლად მოიმატა ის ახლა უფრო დიდია და იწონის 370 გრამს. მას თავისი ცერა თითი მუდამ პირში უდევს და მონდომებით წოვს. ეს რეფლექსი ბავშვს კიდევ დიდხანს გაჰყვება და უკვე დაბადების შემდეგ საკვების მიღების მთავარ საშუალებად გადაიქცევა. თქვენ კი გააკონტროლეთ თქვენი წელის გარშემოწერილობა და ჩაინიშნეთ. ასე მოიქეცით მომდევნო კვირებშიც. შეადგინეთ ერთგვარი ცხრილი და დააკვირდით. პარალელურად იარეთ კონსულტაციაზე თქვენს გინეკოლოგთან.
პატარას ჩუმი ბიძგები ნელ ნელა უკვე გადაიქცევა ძლიერ დარტყმებად, თქვენ ამას ნელ ნელა შეამჩნევთ. მეორე ტრიმესტრი საერთო ჯამში ყველაზე მშვიდი პერიოდია ორსულობისა. თუმცა თქვენ მაინც გაქვთ წუწუნის საბაბი, მაგალითად სულ გშიათ და ძღომას ვერ გრძნობთ, მალე იღლებით, ხშირათ გსურთ დასვენება, აწუხებთ უძილობა, ან მოუსვენრობთ ძილში. ამ ყველაფრის შემსუბუქება შეუძლია მხოლოდ კარგ და მშვიდ განწყობას, რომლის შექმნაში დაგეხმარებათ თქვენი მეუღლე. ამ პერიოდში კარგი გასართობია ბავშვის ტანსაცმლის და აქსესუარების ძიება მაღაზიებში. შეარჩიეთ ბავშის ოთახის მოწყობილობა საწოლი, ეტლი, თეთრეული...
რჩევები მამიკოებს - არ მოადუნოთ თქვენი ყურადღება მეუღლის მიმართ. წაიყვანეთ იგი სადმე, მხიარულ კომპანიაში, თუმცა შეეცადეთ აარიდოთ ღრეობასა და მოსაწყენ თავყრილობებს. ხშირად გაუმეორეთ, რომ ამ პატარას თქვენც ისეთივე სიხარულითა და მოუთმენლობით მოელით, როგორც თვითონ დედიკო.