23 კვირა

კვირა 23

ამ დროს თქვენი პატარა უკვე 30 სანტიმეტრია წონა კი 510 გრამია.
მას ჩამოყალიბებული აქვს წარბები და წამწამები. ტვინი კი იწყებს სწრაფ მატებასა და განვითარებას.
ამ კვირაში პატარას განვითარებული აქვს ფრჩხილები, წამწამები, კუჭი და ნაწლავების მთლიანი სისტემა. კუჭნაწლავში ჩანს მცირე ზომის განავალი. თქვენ ალბათ უფრო მეტად იმატებთ წონაში ახლა რადგან თქვენი პატარაც სწრაფად ვითარდება და იზრდება. თქვენი წელი უკვე ნათლად გრძნობს მომატებულ სიმძიმეს, ატარეთ დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი (სრულიად უქუსლო ფეხსაცმელი ასევე გაგრძნობინებთ დისკომფორტს). ეცადეთ ხშირად იჯდეთ.

თქვენი გინეკოლოგი თითების ფრთხილი მოძრაობით ადგეს ნაყოფის პოზიციას. ასევე სანტიმეტრებით იზომება საშვილოსნოს პოზიციაც.
დედიკოებმა ამ კვირიდან შეიძლება შეამჩნიოთ ფეხების დასიება, განსაკუთრებით საღამოს ან სიარულის შემდეგ, ამისგან თავის დაცვა შესაძლებელია სითხეების შეზღუდვით და ცილების რაოდენობის კონტროლით ყოველთვიურ ანალიზზე დაყრდნობით. საღამოს შეეცადეთ ფეხები შემოაწყოთ შემაღლებულ ადგილას, დაილაგეთ ბალიშები და ფეხები დაალაგეთ ზედ ისე რომ თქვენი სხეული უფრო დაბლა აღმოჩნდეს ვიდრე კიდურები. ასე ხელს შეუწყობთ სისხლის სწორ მიმოქცევას. პროთრომბინის დონის აწევის შემთხვევაში ტქვენ იგრძნობთ ფეხების ხშირ და მტკივნეულ გაკვანძვას, ამის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ ლიმონი და და აკონტროლეთ პროთრომბინი.


რჩევები მამიკოებს - ზოგი ოჯახი ადვილად აგვარებს მომავალი პატარის სახელის პრობლემას, ზოგან კი ეს ხდება III მსოფლიო ომის საბაბი. ხშირად ეს პრობლემა ოჯახის სხვა წევრის სახელის დარქმევასთან არის დაკავშირებული, დაიმახსოვრეთ ეს პატარა თქვენი შექმნილია და თქვენი აღსაზრდელი, ამიტომ ნურავის ჩარევთ ამ სასიამოვნო პროცესში.  

აგრეთვე უყურეთ
ორსულობა 15 - 20 კვირა
ორსულობა 21 - 27
ორსულობა 28 - 37 კვირა
ორსულობა 10 - 14 კვირა



რეკლამა Mother.ge

რეკლამა Mother.ge


რეკლამა Mother.ge
 


რეკლამა Mother.ge