24 კვირა

კვირა 24

ბავშვის სხეული იკრეფს წონას სიგრძე 30.5სმ.  წონა 500 გრამამდე. ბავშვი კვლავინდებურად სწრაფად ვითარდება, იგი ყოველ კვირეულად ასრულებს სხვადასხვა ორგანოების და სხეული ნაწილების ჩამოყალიბების პროცესს. თქვენ უკვე ძალიან აშკარად ამჩნევთ მის მოძრაობებს მუცელში, იგი ხშირად ინაცვლებს ადგილიდან ადგილზე, აჭერს ფეხებს და ხელებს მუცელს. რეაგირებს ხმაურზე, მუსიკაზე, საუბარზე, თქვენი ხასიათის ცვლილებაზე.  შესაძლებელია ბავშვმა რამოდენიმე დღე ჩუმად და თქვენთვის შეუმჩნევლად იმოძრაოს მუცელში, ამ დროს დედების დიდი ნაწილი პანიკაში ვარდება და უჩნდებათ შიში, ხშირად იკეთებენ დაუგეგმავ ეხოსკოპიას, რათა დარწმუნდნენ რომ მათი პატარა ჯანმრთელადაა და აგრძელებს განვითარებას.
თუ ასეთი რამ თქვენც შენიშნოთ, ნუ შეგეშინდებათ, პატარას დღის განმავლობაში შესაძლოა ეძინოს და ღამით კი გაიღვიძოს, შესაბამისად მისი მოძრაობა ვერ შენიშნოთ,  ეს ბუნებრივია და ხშირად ხდება საშიში კი არაფერია.

შეეცადეთ ჯანსაღად იკვებოდ წონის მატება აუცილებელია თქვენი ბავშვისთვის, თუმცა თუ თქვენ პრობლემა გაქვთ ჭარბ წონასთან აკონტროლეთ საკვების მიღება, და შეეცადეთ არ გადააჭარბოთ დადგენილ ნორმებს. იკვებეთ ცოტ ცოტა და ნატურალური საკვები: ხილი, ბოსტნეული, მწვანილი. მიიღეთ რკინით სავსე პროდუქტები და კალცი.

ხშირად ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი პირადი ექიმი. თქვენი საშვილოსნოს ძირი თითქმის თქვენი ჭიპის ზემოთაა, ამ პეროდში უნდა გაუფრთხილდეთ თავს, შეზღუდეთ უხეში მოძრაობები, თავი შეიკავეთ სიმძიმეების აწევისგან, რათა არ მოხდეს ნაადრევი მშობიარობა. 24-ე კვირაში უდროოდ დაბადებულ ბავშვებს გადარჩენის არავითარი შანსი არ აქვთ.
რა ითვლება ადრეული მშობიარობის წინაპირობად და ნიშნებად?

მუცლის ძლიერი ტკივილები
სისხლდენა
სისხლის ლაქები საცვლებზე
წნევების ხშირი ცვალებადობა, მაღალი წნევიდან დაბალ წნევაზე ხშირი ვარდნა და პირიქით.
მენჯის ძვლის ტკივილი
(ყველა ამ ნიშანის შემჩნევის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ პირად ექიმს, რათა გადაკონტროლდეს და თავიდან ავიცილოთ ნაადრევი მშობიარობა).




რჩევები მამიკოებს - გადაიღეთ ბევრი სურათები ერთად. შეიძლება დედიკო ისეთ კარგ ფორმაში არის მაგრამ ეს სურათები სამახსოვროდ დაგრჩებათ მთელი ცხოვრების მანძილზე. 

აგრეთვე უყურეთ
ორსულობა 15 - 20 კვირა
ორსულობა 21 - 27
ორსულობა 28 - 37 კვირა
ორსულობა 10 - 14 კვირა



რეკლამა Mother.ge

რეკლამა Mother.ge


რეკლამა Mother.ge
 


რეკლამა Mother.ge