25 კვირა

კვირა 25


ამ კვირაში ბავშვი განაგრძობს განვითარებას, მაგრამ მისი კანი ისევ ძალიან თხელი და გამჭვირვალეა. ყალიბდება ფილტვების კაპილარები და ცხვირის ნესტოები იწყებენ გაღებას. დატვირთული კვირაა.     ამ კვირაში განწყობილება კვლავ კარგია. მოუხშირეთ ექიმთან კონსულტაციებზე სიარულს. ამ კვირიდან თქვენი პატარა უკვე იზრდება საათობრივად,იგი ახლა 700 გრამს იწონის და დაახლოებით 34 სმ–ია.

დედიკოებმა ალბათ შეამჩნიეთ მამეტებული ჭარბთმიანობა სხეულზე ხელებზე, მუცელზე მკერდზე. ორსულობა უკვე გემჩნევათ სახეზეც, იგი მეტად სავსე გახდა, ტუჩები და ცხვირი დაბერილია უჩვეულოდ, ლოყები და ღაბაბიც დაგეტყოთ. ეს გარდაუვალია, ყველაზე ნაკლები წონის მატების დროსაც კი სახის ნაკვთები მაინც განიცდიან დროებით ცვლილებებს, რომლებიც მშობიარობისთანავე ნელ ნელა გაქრებიან და ჩვეულ ფორმას მიიღებენ. თქვენ უკვე ამჩნევთ, რომ მოძრაობისას უკვე ისე თავისუფალი და მოქნილი აღარ ხართ როგორც უწინ, ექიმმა სავარაუდოდ გირჩიათ მეტი მოსვენება, და სუფთა ჰაერზე სეირნობა, განტვირთვა, კარგ განწყობაზე ყოფნა.

ამ დროისთვის ბავშის სახელი ალბათ შერჩეული გაქვთ უკვე, თუმცა კიდევ ერთხელ შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს სახელების გვერდს.
ბავშვისთვის სახელის სწორად შერჩევა ხომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი მომავალი ცხოვრების მანძილზე, სახელი უნდა შეირჩეს როგორც თვისობრივად და გვართან შეთანხმებით ასევე შინაარსობრივად, მნიშვნელობის კუთხითაც.

რჩევები მამიკოებს - უკვე დროა დაგეგმოთ თქვენი შვებულება, რადგან ახლოვდება მშობიარობის თარიღი. ასევე მოაგვარეთ თქვენი მეუღლის სამსახურის პრობლემებიც თუ იგი მუშაობს, რადგან მშობიარობის შემდეგ მასაც მოუწევს რამოდენიმე ხანი სახლში ყოფნა. იზრუნეთ ძიძის შერჩევაზეც, ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. 
 

აგრეთვე უყურეთ
ორსულობა 15 - 20 კვირა
ორსულობა 21 - 27
ორსულობა 28 - 37 კვირა
ორსულობა 10 - 14 კვირა



რეკლამა Mother.ge

რეკლამა Mother.ge


რეკლამა Mother.ge
 


რეკლამა Mother.ge