კვირა 26
ამ პერიოდში თქვენი პატარას აქტიურობა უკვე შესამჩნევი ხდება გარშემომყოფთათვის, რომ არ გადაიღალოთ შეარჩიეთ წოლისა და დასვენების მოხერხებული მდგომარეობა. ამ დროიდან ბავშვს ესმის ყველა ხმა გარეშემო, ადრე მას მხოლოდ ის ხმები ესმოდა რასც ისმენდა თქვენს მუცელში, ახლა ყველაფერი შეიცვალა, ამიტომ კარგი იქნება მოასმენინოთ სასიამოვნო მუსიკა, მათ შორის კლასიკურიც, როგორიცაა მოცარტი, ვივალდი, ჩაიკოვსკი და შტრაუსი. ამ მუსიკას მოაქვს დადებითი მუხტი და სასიამოვნო განწყობილება. ამ დროისთვის პატარას წონაა 820 გრამამდე, ხოლო სიგრძეა 35,6 სმ.
დედიკოები ისევ აგრძელებენ ყოველდღიურ საქმიანობას, თუმცა უკვე შესამჩნევლად დამძიმდნენ, პატარაც ხშირად ახსენებთ თავს აქტიური მოძრაობებით. თქვენ უკვე უნდა დაფიქრდეთ სად აპირებთ მშობიარობას. შეარჩიოთ მეანი და დაგეგმოთ თუ როდის მიხვალთ მასთან კონსულტაციაზე, საშუალოდ ეს ხდება 34-35 კვირიდან, მაგრამ თადარიგის დაჭერა და წინასწარ ჩაწერა არ დაგავიწყდეთ.
ბავშვისთვის საჭირო ნივთების შეძენა შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ. მითითებულ ლინებზე წაიკითხავთ თუ როგორ შეარჩიოთ სწორად:
საბავშვო ეტლი
ბავშვის საწოლი
რჩევები მამიკოებს - შეარჩიეთ თქვენი ბავშვისთვის საწოლი და სხვა საჭირო ნივთები? თუ ჯერ არ გიზრუნიათ ამაზე შეგიძლიათ ნელ-ნელა დაუთმოთ დრო ამ საკითხსაც და ნუ დაუჯერებთ ცრუ რწმენებს, თითქოს და არ შეიძლება ბავშვის დაბადებამდე მისთვის ნივთების შეძენა.