კვირა 27
ამ კვირიდან თქვენ შეიძლება აქტიურად მოიმატოთ წონაში. ეს საშიში არ არის, აქვე უნდა ითქვას, რომ იმატებს თქვენი მკერდის ზომაც. ბუნებრივად მკერდის (იგულისხმება ერთის) წონა ქალში არის 200 გრამი, ხოლო ორსულში 780 გრამი.
ზოგადად ქალი ორსულობის პერიოდში იმატებს 11-13 კილოგრამს, ეს ნორმაა.
ამ პერიოდისათვის თქვენი პატარას კანი ძალია დანაოჭებულია და გაუხეშებული წყალში მუდმივად ყოფნის გამო. ახლა ის იწონის 900 გრამზე ცოტა მეტს. და უკვე დაახლოებით 36.8სმ– ია სიგრძეში. ამ დროს ბავშვი განაგრძობს განვითარებას. მისი თვალები იხუჭება და იღება, ფორმირდება ბადურაც. მისი ტანის ზრდაც სწრაფია. ტვინი კვლავ განაგრძობს ზრდასა და განვითარებას. ბავშვის სლოკინს კვლავ გრძნობთ ნუ შეგეშინდებათ, პატარა ამით არ წუხდება.
თქვენ შეიძლება ჰაერის უკმარისობა გაწუხებდეთ, ასევე შეიძლება იგრძნოთ ტკივილები წელის არეში, ფეხების ტკივილები და უძილობა ორსულობის თანმდევი სიმპტომებია ასე რომ თუ ეს პრობლემები თქვენც გაგიჩნდათ ცოტაც უნდა გაუძლოთ. წელის ტკივილს შველის მსუბუქი მასაჟი, თბილი აბაზანაც ძალიან დაგეხმარებათ განტვირთვაში.
ექიმთან კონსულტაციაზე არ დაგავიწყდეთ წონის გადამოწმება, ასევე აუცილებლად შეიმოწმეთ წნევა. ექიმი ხელის მუცელზე დადებით და სპეციალური აპარატით შეამოწმებს ბავშვის გულისცემასა და სუნთქვას, ასევე ბავშის მდებარეობას.
რჩევები მამიკოებს - ნუ ანერვიულდებით თუ შუა ღამეს მოგიწევთ გაღვიძება და დედიკოს კაპრიზების ასრულება ნუ გაუბრაზდებით მას, თუ უეცრად მოგთხოვათ დიდი ჯამით მარწყვი ან ერთი ქილა ხიზილალა... მას ეს ეპატიება იგი დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვას იღებს ორსულობის პერიოდში."