კვირა 28
ბავშვის სიგრძეა 37.6 სმ. დაახლოებითი წონა - 975 გრამი.
მისი წონა უკვე აღარ გაძლევთ საშუალებას თავისუფლად და დიდხანს იდგეთ ფეხზე.
თქვენ ადვილად იღლებით. ეცადეთ მიიღოთ მხოლოდ ჯანსაღი საკვები და დაიცავით დიეტა, რომელიც შეთანხმებული იქნება თქვენს პირად ექიმთან. ამ კვირიდან მოყოლებული კონსულტაცაზე სიარულიც ხშირად მოგიწევთ ვიდრე უწინ, თქვენი ექიმი შეამოწმებს და გაზომავს თქვენი საშვილოსნოს პარამეტრებს, ბავშვის განლაგებას. ახლა თქვენ უფრო ხშირად დადიხართ მეან გინეკოლოგთან არჩევთ მშობიარობის გაუტკივარების შესაძლებლობას და სხვა დეტალებს. თქვენს მკერდში კი დგება ხსენი (რძის წინამორბედი), თუ ეს არ მოხდება ნუ შეგეშინდებათ,ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში რძე არ გექნებათ.
თქვენს პატარას კი უკვე გამოკვეთილად აქვს წამწამები.
პატარას, რომელიც ამ კვირაში უდროოდ დაიბადება, გადარჩენის გარკვეული შანსი გააჩნია.
დედიკოებმა საშუალოდ 5 კილოგრამი მოიმატეს ამ პერიოდისთვის, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენი მუცელი უკვე აშკარად წამოიზარდა, წონის მატება ასევე დაგეტყოთ სახეზე, მკლავებზე, თეძოებზე და მკერდზე.
თქვენ შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა და უგუნებობა, ამ დროს კარგია ძილი და მოსვენება, იკვებეთ მხოლოდ ექიმის მიერ შერჩეული საკვებით, საკვებ რაციონში შსეამცირეთ ცომეული, და პურ–ფუნთუშეული ასე თქვენ თავიდან აიცილებთ წონის ზედმეტ მატებას, შესაბამისად მშობიარობის შემგდომი რეაბილიტაციის პროცესიც ხანმოკლე და უმტკივნეულოდ ჩაივლის.
რჩევები მამიკოებს - გიხაროდეთ !!! თქვენ შეაბიჯეთ ფეხმძიმობის ბოლო სტადიაში. გაიარეთ მაღაზიებში და პატარასა და დედიკოს შეურჩიეთ ლამაზი ნივთები ეს თქვენც გაგახალისებთ და დედიკოსაც გაახარებს.
თუ საყიდლებისთვის ვერ მოიცალეთ, სამსახურის შემდეგ განმარტოვდით, მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი და ისაუბრეთ თქვენთვის სახალისო თემებზე, საღამო შეგიძლიათ მსუბუქი მასაჟითაც დაასრულოთ. ეს ორივესთვის სასარგებლო იქნება.