29 კვირა

კვირა 29

თქვენი შინაგანი ორგანოები ნაყოფის გაზრდის გამო ძალიან შევიწროვებულია და ეს გარკვეულ დისკომფორტს გიქმნით. გიჭირთ სუნთქვა, მოძრაობა. დააკვირდით ფეხებს, შესივების შემთხევევაში ჩაიტარეთ შესაბამისი ანალიზები. მიაქციეთ ყურადღება კვების რეჟიმს და რაციონს, ფიზიკურ ვარჯიშებსა და დასვენებას. სასურველია ისეირნოთ სუფთა ჰაერზე. პატარას უკვე ჩამოუყალიბდა ძვლის ტვინი, იგი ყოველდღიურად გამოყოფს 0,5 ლ. შარდს, რომელიც იღვრება სანაყოფე წყლებში. ხშირად ნაყოფი ამ წყლებს თვითონვე ყლაპავს და მის ამოტუმბვას ფილტვებიდან მშობიარობის მომენტში ახდენს მეანი. ეხლა თქვენი პატარას წონაა 1150 გრამი სიგრძეში კი დაახლოებით 38.1 სანტიმეტრია. იგი აქტიურად მოძრაობს ფეხებით, იდაყვებით, მუხლებითა და თავით. ეს კანონზომიერია.

ხშირად დაისვენეთ. ნუ გადაიტვირთებით, გახსოვდეთ თქვენი პატარა სულ მალე მოევლინება ქვეყანაზე. იქონიეთ ხშირი კონტაქტი პირად ექიმთან, თქვენ ალბათ უკვე იცით სავარაუდო მშობიარობის თარიღი ..... ალბათ უკვე სამშობიარო სახლიც შეარჩიეთ, ძალიან დროულია, რადგანაც თქვენთვის აუცილებელია იმშობიაროთ ნორმალურ პირობებში და სანდო ექიმებთან.
თავიდან აიცილეთ ამ პერიოდში დიდი ხნით ფეხზე დგომა და სიარული, რაც ადვილად დაგღლით და ფეხების შესიებასაც შეუწყობს ხელს.

რჩევები მამიკოებს - შეარჩევინეთ მეუღლეს მისთვის ყველაზე მეტად კომფორტული სამშობიარო პირობები, რათა მან სასიამოვნო პირობებში გაატაროს მშობიარობის შემდგომი რამდენიმე დღე. 
 

აგრეთვე უყურეთ
ორსულობა 15 - 20 კვირა
ორსულობა 21 - 27
ორსულობა 28 - 37 კვირა
ორსულობა 10 - 14 კვირა



რეკლამა Mother.ge

რეკლამა Mother.ge


რეკლამა Mother.ge
 


რეკლამა Mother.ge