30 კვირა

კვირა 30


ბავშვი სიგრძეში 39.9სმ-ია, მისი წონა კი თითქმის 1360 გრამს აღწევს.
იზრდება ფრჩხილები ფეხებსა და თითებზე, ბავშვი განაგრძობს განვითარებას. ამ პერიოდში დედისთვის ძილის საუკეთესო მდგომარეობაა მარცხენა გვერდი. ზურგის ტკივილის მოსახსნელად შეეცადეთ გამოიყენოთ უფრო დიდი და მოგრძო ბალიშები, და დაიდეთ ისინი ზურგის ქვეშ ან ფეხებს შუა. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ გართობას, ეს კარგ გუნებაზე დაგაყენებთ და ცოტა ხნით დაგავიწყებთ დაღლილობის შეგრძნებას.
ისეირნეთ მაღაზიებში და შეიძინეთ თქვენი მომავალი პატარისთვის სხვადასხვა ნივთები. დამერწმუნეთ სასიამოვნოთ გაატარებთ დროს. მიაქციეთ ყურადღება იარეთ გამართულად, ეს გარკვეულწილად მოგიხსნით დისკომფორტს. იარეთ მოკლე დისტანციაზე და ისიც ნელა, თუ ნაყოფი ბევრს მოძრაობს, ესე იგი მას ჟანგბადი აკლია, ამიტომ ნუ დაიზარებთ სუფთა ჰაერზე სეირნობას და განტვირთვას ნებისმიერ ამინდშიც კი. გვერწმუნეთ ეს თქვენი პატარის ნორმალურ განვითარებას ფრიად წაადგება.

ხასიათის ცვალებადობა ჩვეულებრივი მოვლენაა ორსულობისას, თქვენ შეიძლება ტირილის ხასიათზეც იყოთ ხშირად, ან სრულიად უმიზეზოდაც იტიროთ. თქვენს მეუღლეს დიდი გამძლეობა სჭირდება რათა თქვენი ხასიათის ცვალებადობა ადვილად აიტანოს. თქვენ ხომ ამ პერიოდში ყველა კაპრიზი გეპატიებათ, მეუღლეს კი მათი შესრულება ევალება, თანაც უნაკლოდ.

იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენი პატარა სულ რამოდენიმე კვირაში მოევლინება ქვეყანას, თქვენ კი უამრავი რამ გაქვთ მოსასწრები მანამდე.  სამშობიაროში წასაღები ნივთები შეგიძლიათ უკვე ჩამოწეროთ,  და დაახლოებით 36 კვირიდან უნდა გაამზადოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში ნივთების ჩალაგებაზე დრო არ კარგოთ.


აგრეთვე უყურეთ
ორსულობა 15 - 20 კვირა
ორსულობა 21 - 27
ორსულობა 28 - 37 კვირა
ორსულობა 10 - 14 კვირა



რეკლამა Mother.ge

რეკლამა Mother.ge


რეკლამა Mother.ge
 


რეკლამა Mother.ge