31 კვირა

კვირა 31


ამ პერიოდში თქვენ გაქვთ უსიამოვნო შეგრძნებები გულ-მკერდისა და მენჯის ძვლების მიდამოებში.
ეს გაზრდილი ნაყოფის შედეგია. ამ დროს ხშირია გულძმარვა, მუშაობა უჭირს კუჭსაც, ამიტომ ჭამეთ ცოტა და ხშირად.

შეიძლება გქონდეთ ტკივილები ზურგის არეში, ამიტომ ხშირად დაწექით და ზურგი მოასვენეთ. გვერწმუნეთ ესეც მალე გაივლის.... ამ კვირაში ნაყოფი უკვე აჭარბებს 1500 გრამს სიგრძეში ბავშვი არის 40 სანტიმეტრზე მეტი.  
ბავშვი თავს თავისუფლად ატრიალებს უკვე გვერდებზე, ასევე აქტიურად იყენებს ხელებს. სხეულის კანქვეშ ნელ ნელა ყალიბდება და ჩნდება ცხიმის ფენა.
ბავშვის დარტყმებს თქვენ გრძნობთ ყოველ 5–7 წუთში, ეს ბუნებრივია და კარგია რადგან ბავშვი ვითარდება და მოძრაობები აქტიურობის გამომხატველია.

თუ ხსენის გამოყოფა თქვენ უკვე დაგეწყოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მკერდის რბილი საფენები, რათა თავიდან აიცილოთ სითხის გამოჟონვა ტანსაცმელზე.


ალბათ უკვე ჩამოწერეთ სამშობიაროში წასაღები ნივთების სია:

დედისთვის:

1.კბილის ჯაგრისი და პასტა
2.დეზოდორი
3.საპარსი
4. საპონი
5.საკუთარი პირსახოცი
6.საცვლები (ტრუსი, ბიუსტჰალტერი)
7.მკერდის საფენები
8. ჰიგიენური საფენები
9.ღამის პერანგი/ხალათი
10. რეზინის შლოპანცები აბაზანისთვის
11.ხელსაწმენდები
12. შამპუნი
13.წინდები

ბავშვისთვის:
1. ფეხიანი ბოდეები
2. წინდები
3.ფეხიანი შარვლები
4.ბოდეები
5.ქუდები
6.ბოთლი
7.რბილი და ნატურალური ქსოვილის ადიელა
8. ჰიგიენური საფენები

აგრეთვე უყურეთ
ორსულობა 15 - 20 კვირა
ორსულობა 21 - 27
ორსულობა 28 - 37 კვირა
ორსულობა 10 - 14 კვირა



რეკლამა Mother.ge

რეკლამა Mother.ge


რეკლამა Mother.ge
 


რეკლამა Mother.ge