კვირა 33
ამ პერიოდში თქვენი პატარა უკვე ძალიან სწრაფად იცვლება და სულ უფრო და უფრო ემსგავსება იმ ნაცნობ სილუეტს რასაც ადამიანი ქვია.. მისი სხეულის ფორმები თანდათანობით აღწევს საჭირო პროპორციებს.
ამ კვირიდან თქვენი პატარას წონაა 1800 გარმი, სიგრძე კი 43,2 სმ-ია საშუალოდ. მას უკვე სახიდან უქრება ნაოჭები, და თავზე უკვე აქვს გრძელი თმა.
მისი ძვლები ჯერ კიდევ რბილია.
ამ პერიოდისთვის ექიმები ურჩევენ ორსულებს მაქსიმალურ მოსვენებასა და განტვირთვას, გამოძინებას, რადგან სულ რაღაც 6-7 კვირაში ქვეყანას მოევლინება თქვენი პატარა, ხოლო ძილი და მოსვენება სავარაუდოდ ცოტა ხნით მივიწყებას მიეცემა, თუმცა ეს მდგომარეობა სასიამოვნოც არის დაღლის მიუხედავად.
თუ თქვენ გამძაფრებული გაქვთ სექსის მოთხოვნილება ეს ნორმალურია, მამაკაცთა ნაწილი ადვილად თანხმდება ამგვარ შემოთავაზებას, ზოგისთვის კი წარმოუდგენელია და შიშიც კი იპყრობს ამის გაფიქრებისას. ნურც ეს გაგიკვირდებათ და ნუ გაკიცხავთ თქვენს მეორე ნახევარს.. შეეცადეთ შეხვიდეთ მის მდგომარეობაში.
ბოლო კვირებში თქვენ შეიძლება შენიშნოთ როგორ გაიზარდა თქვენი პატარა მუცელში, მისი იდაყვები, და ფეხის ტერფებიც კი იგრძნოთ ძალიან მკაფიოდ მუცელზე მოჭერისას, ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენ ძალიან ახლოს ხართ ფინიშთან, დაიწყეთ ბავშვისთვის ნივთების ჩალაგება, არ დაგავიწყდეთ მათი წყალში გავლება. თქვენი საჭირო ნივთები ალბათ უკვე ჩაალაგეთ, დაიდეთ წასაღები ჩანთა ადვილად მისაგნებ ადგილას, რათა საჭიროების შემთხვევაში მისი მოძჳება არ გაგიჭირდეთ.