კვირა 34
თქვენი სხეული ემზადება სამშობიაროდ.
უნდა იცოდეთ, რომ მშობიარობა შედგება 3 სტადიისაგან:
ა) ყელის გახსნა- რომელიც შეიმჩნევა საშვილოსნოს რეგულარული ჭინთვებით. მათი სიხშირე მატულობს, რასაც ტკივილის მატებაც მოჰყვება, რის შედეგად იხსნება საშვილოსნოს ყელი. მშობიარობისათვის აუცილებელია საშვილოსნოს ყელის სრული გახსნა.
ბ). გამოძევება- ნაყოფის გამოდევნა, ამ დროს ხდება ყელის სრული გახსნა რაც ეხმარება დედასა და ბავშვს, ამ უკანასკნელის უტრავმოდ დაბადებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენება მცირე ქირურგიული ჩარევა მეან-გინეკოლოგის მიერ. არსებობს შემთხვევები, როცა მცირე მენჯის შემთხვევაში ექიმი ურჩევს პაციენტს გაიკეთოს საკეისრო ოპერაცია.
გ). მომყოლის დაბადება- ეს ხდება ბავშვის დაბადებიდან მოკლე ხანში ამ მომენტს ხშირად გადამწყევტი მნიშვნელობა აქვს მშობიარობის წარმატებით დასრულებაში. წაიკითხეთ სპეციალური ლიტერატურა და ფსიქოლოგიურად მოემზადეთ წარმატებული მშიბიარობისათვის.
თქვენმა პატარამ კი ამ კვირაში საგრძნობლად მოიმატა, იგი უკვე 2 კილოგრამზე მეტია, სიგრძეში კი 45,7სმ-ია.