კვირა 36
აქედან მოყოლებული თქვენს ექიმთან სტუმრობთ ყოველ კვირას. ხშირ შემთხვევებში ნაყოფის არასასურველი მდებარეობა პრობლემებს უქმნის დედას და მშობიარობას ართულებს. ამიტომ ეს არ უნდა გამოეპაროს მეანს. ასეთ შემთხვევებში მშობიარეს წინასწარ აფრთხილებენ მოსალოდნელი პრობლემების შესახებ და სთავაზობენ საკეისრო კვეთას, რაც უსაფრთხოს ხდის მშობიარობას როგორც დედისთვის ასევე მისი პატარისათვის.
ამ პერიოდში თქვენი პატარის სიგრძეა 47-48სმ წონა კი- დაახლოებით 2700 გრამი.
ამ კვირის დასასრულს თქვენი პატარა ჩაითვლება სრულ თვიანად ანუ მას შესრულებული ექნება აუცილებელი და სავალდებულო 37 კვირა, ამის შემდეგ მის დაბადების შემთხვევაში გადარჩენის რისკი თითქმის არ არსებობს.
სავარაუდოდ იგი განლაგებულია თავით ქვევით პოზიციით, რაც სასურველია ფიზიოლოგიური მშობიარობისას.
მამიკოებო, ეს ბოლო კვირები შეიძლება ძალიან ხანგრძლივად გეჩვენოთ, ამიტომ შეადგინეთ ცხრილი დაგანრიგი ყოველი დღისთვის რომელსაც მაქსიმალურად დატვირთავთ თქვენი პატარის დასახვედრად აუცილებელი სხვადასხვა სახის მოსამზადებელი აქტივობებით. ასე დროც მალე გაირბენს და თქვენც ყველა გეგმის შესრულებას მოასწრებთ.