კვირა 39
თქვენი ნაყოფი უფრო და უფრო ღრმად ეშვება მენჯის მიდამოებში. თქვენი სხეული უკვე მზადაა მშობიარობისთვის.
დაუკვირდით თქვენს მდგომარეობას, წინა დღეებში შეიძლება გამოიკვეთოს შემდეგი:
1). სისხლიანი გამონადენი.
2). ლორწოვანას საცობის გამოვარდნა.
3). გარკეულწილად წონაში დაკლება.
4) ან პირიქით, ჭამის მადის მომატება და სხვ.
თქვენ შეიძლება შენიშნოთ მუცლის ტკივილებიც დაუკვირდით და დაითვალეთ ინტერვალები. საშუალოდ იწყება 45 წუთიანი ინტერვალით და თანდათანობით მცირდება -30წ- 25წ - 20წ - 18წ - 15წ ამ ბოლო ინტერვალის პერიოდში სასურველია უკვე სამშობიაროში იმყოფებოდეთ. ამისათვის წინასწარ დაუკავშირდით ექიმს რომ იგიც დროულად მოემზადოს მშჴბიარობის მისაღებად.