კვირა 5
მიუხედავად იმისა რომ ორსულობის საწყოს სტადიაზე ხართ, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, და თქვენი ყოველი ნაბიჯი და მოქმედება უნდა იყოს გააზრებული და უსაფრთხო პატარას განვითარებისთვის. ეს ის კრიტიკული მომენტია რომელიც გადამწყვეტია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. შეზღუდეთ არასასიამოვნო გარემოში თქვენი ყოფნა, აარიდეთ თავი მწეველებს, და თვითონაც დაანებეთ თავი მოწევას და ალკოჰოლის მიღებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კოფეინის შემცველი პროდუქტებისგან თავის არიდება.
ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ მენსტრუაციას ელოდებოდით, თუმცა ჯერაც არ მოგსვლიათ. თუ ჯერ კიდევ არ გიცდიათ შემოწმება, აუცილებლად იყიდეთ ორსულობის ტესტი ან გაიკეთეთ სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში.
ალბათ უკვე შეამჩნიეთ რომ მკერდი უჩვეულოდ დაბერილია და ზომაშჳც მოიმატა, ეს იმის ბრალია, რომ დაიწყო მზადება რძის ჩასადომად და თქვენ როგორც დედა პირველად ეს შეგახსენებთ თავს. მზარდმა საშვილოსნომ შეიძლება გამოიწვიოს შარდვის გახშირება, ნურც ეს გაგიკვირდებათ. რიგ შემთქვევებში ორსულებს აწუხებთ გულძმარვა, ან გულისრევაც კი, თქვიდან შესაძლოა მხოლოდ დილაობით, ხოლო რამოდენიმე დღეში შეიძლება გაგიმძაფრდეთ და დღჳს ნებისმიერ დროსაც კი მოგიხდეთ ღებინება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ორსულობის სიმპტომებთაგანია და 13-15 კვირიდან უნდა ამოისუნთქოთ შვებით.
როგორ შევიმსუბუქოთ გულისრევის შეგრძნება?
ლოგინიდან ნელა წამოვდგეთ
ვჭამოთ ცოტ-ცოტა
საკვებში შეურიეთ ყვითელი ყვავილი
სვით წყალი რათა თავიდან ავიცილოთ გაუწყლოვება
გააკეთეთ საორსულო ვარჯიშები
ბავშვის განვითარება:
ჩანასახზე უკვე გამოიკვეთა თავი და სხეულის ფორმა. ყალიბდება ”პრიმიტიულ ხაზად” წოდებული მომავალი თავისა და ზურგის ტვინი. ამ დროისთვის ნევრალური მილის ზედა ნაწილი იწყებს გაბრტყელებას, შემდგომში იგი მიიღებს ტვინის წინა ნაწილის ფორმას. ემბრიონის შუაში ამოზნექილი ნაწილი კი გადაიქცევა ბავშვის გულად.
რჩევები მამებს - იქონიეთ მოთმინება და სოლიდარობის გრძნობა. მაქსიმალურად დაეხმარეთ მეუღლეს ადვილად და მსუბუქად გადაიტანოს ორსულობის საწყისი, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანი ეტაპი.
შემდეგი კვირა »